სოფელ მუშევანის მკაცრ საკარანტინე ზონაში კორონავირუსით დაინფიცირებული პაციენტების თბილისში გადაყვანა ხორციელდება. მედიკოსთა სპეციალურ ბრიგადებს 9 პაციენტი, მკურნალობის მიზნით, შესაბამის სამედიცინო დაწესებულებულებებში გადაჰყავთ.
ინფიცირებული პაციენტების თბილისში გადაყვანის პროცესს ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებული – შოთა რეხვიაშვილი, ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერი – დავით შერაზადიშვილი და ბოლნისის საზოგადოებრივი ჯანდაცვის სპეციალისტები აკვირდებიან.
ბოლნისის მუნიციპალიტეტში კორონავირუსი 139 პირს დაუდგინდა. ბოლო 24 საათში აღებული 131 ბიოლოგიური ნიმუშიდან ვირუსი 17 პირს დაუდგინდა. აქედან 9 მუშევანის კლასტერს, 8 კი სოფელ გეტას უკავშირდება. მუნიციპალიტეტში COVID-19-ისგან გამოჯანმრთელებულთა რიცხვი 49-ს შეადგენს, 3 პირი კი გარდაცვლილია. ამ დროისთვის, თვითიზოლაციაში 78, ხოლო კარანტინში 69 მოქალაქე იმყოფება.