კრისტიან ურსე: საქართველოში სასამართლო რეფორმების მეოთხე ტალღის დამტკიცება მნიშვნელოვან მოვლენად უნდა ჩაითვალოს

საქართველოში ევროპის საბჭოს ოფისის ხელმძღვანელმა, კრისტიან ურსემ საქართველოს ხელისუფლებასა და საგარეო საქმეთა მინისტრს, დავით ზალკალიან ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის პირველი თავმჯდომარეობის წარმატებით დასრულება მიულოცა. მისი თქმით, საქართველოს თავმჯდომარეობამ მნიშვნელოვანი სამუშაო გასწია ისეთი ახალი სფეროების შესწავლის კუთხით, როგორებიცაა ადამიანის უფლებებსა და გარემოს დაცვას შორის არსებული ურთიერთკავშირი.

„წინ წამოიწია ევროპაში დემოკრატიის მდგომარეობასთან დაკავშირებული სხვა უმნიშვნელოვანესი საკითხები. რაც შეეხება ქვეყნის შიგნით გადადგმულ ნაბიჯებს – ამ პერიოდის მნიშვნელოვან მოვლენად უნდა ჩაითვალოს სასამართლო რეფორმების მეოთხე ტალღის დამტკიცება. ჯამურად, ჩვენს მილოცვას იმსახურებს მთელი ქართული საზოგადოება, რომელმაც უნდა გააძლიეროს ადამიანის უფლებების, დემოკრატიის, კანონის უზენაესობის გამტკიცება ქვეყნის შიგნით და ევროპაში“, – განაცხადა კრისტიან ურსემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები