ლატვია 15 მაისიდან ესტონეთსა და ლიეტუვასთან სამგზავრო მიმოსვლას აღადგენს
ლატვია 15 მაისიდან ლიეტუვასა და ესტონეთთან საჰაერო, საზღვაო, საავტომობილო და სარკინიგზო მიმოსვლას აღადგენს.
ამის შესახებ მთავრობის პრესსამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი.
ამასთანავე, აღინიშნება, რომ მთავრობას საჰაერო, საზღვაო, საავტომობილო და სარკინიგზო მიმოსვლაზე შეზღუდვების დაწესება შეეძლება.
მთავრობის დადგენილებაში ნათქვამია, რომ აღნიშნულ სახელმწიფოებს შორის მიმოსვლა ქვეყნის მოქალაქეებსა და მოქალაქეობის არმქონე პირებს შეეძლებათ, რომლებიც უკანასკნელი 14 დღის განმავლობაში მესამე ქვეყნებს არ სტუმრობდნენ და რომლებსაც თვითიზოლაციის ან კარანტინის რეჟიმის დაცვა არ აქვთ რეკომენდებული.