სოფელ ფარიზში ასფალტო-ბეტონის გზის დაგების მოსამზადებელი და სარწყავი სისტემის რეაბილიტაციის სამუშაოები მიმდინარეობს

ბოლნისის მუნიციპალიტეტში, საკარანტინე მდგომარეობის მიუხედავად, ინფრასტრუქტურული სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს.

როგორც “რეგიონულ კვირას” ბოლნისის მერიიდან აცნობეს, ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერმა – დავით შერაზადიშვილმა, სივრცითი მოწყობისა და ინფრასტრუქტურის სამსახურის უფროსთან კონსტანტინე კორძაძესთან ერთად, სოფელ ფარიზში გზის მოწყობისა და სარწყავი სისტემის რეაბილიტაციის სამუშაოები მოინახულა.

მათივე ცნობით, სოფელში 500 გრძივ მეტრზე ასფალტო-ბეტონის გზა დაიგება, ინფრასტრუქტურული პროექტის ფარგლებში, ასევე, 400 გრძივ მეტრზე სარწყავი არხის რეაბილიტაციაც მოხდება. სამუშაოები „რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდისა“ და ბოლნისის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი ბიუჯეტის თანადაფინანსებით ხორციელდება. პროექტის სრული ღირებულება 369 999 ლარს შეადგენს. ინფრასტრუქტურული სამუშაო ჯანდაცვის სამინისტროს რეკომენდაციების სრული დაცვით ხორციელდება. 2020 წელს ბოლნისის მუნიციპალიტეტში 120 ინფრასტრუქტურული პროექტის განხორციელებისთვის, დაახლოებით, 12 მილიონი ლარი დაიხარჯება.

“ბოლნისის მუნიციპალიტეტში კარანტინის მიუხედავად ინფრასტრუქტურულ პროექტებზე მუშაობა აქტიურად განახლდა. დღეს სოფელ ფარიზში გზის მოწყობის სამუშაოები დავათვალიერეთ. სოფელში, ასევე, სარწყავი ქსელის რეაბილიტაციაც მიმდინარეობს. პროექტი ადგილობრივი ბიუჯეტისა და „რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდის“ თანადაფინასებით ხორციელდება და მისი ღირებულება 369 999 ლარს შეადგენს. პანდემიის დროს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ობიექტებზე უსაფრთხოების დაცვა, ჩვენი მუნიციპალური სამსახურები ინფრასტრუქტურული პროექტების მიმდინარეობისას პერმანენტულ კონტროლს ახორციელებენ რათა ჯანდაცვის სამინისტროს რეკომენდაციები სრულად იქნეს შესრულებული. 2020 წელს ადგილობრივი ბიუჯეტის, “სოფლის მხარდაჭერის პროგრამისა” და „რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდის“ დაფინანსებით, ჩვენს მუნიციპალიტეტში დაახლოებით 12 მილიონი ლარის ღირებულების 120 ინფრასტრუქტურული პროექტის განხორციელება იგეგმება. წელს მუნიციპალიტეტისთვის პრიორიტეტული მიმართულებებია: საგზაო ინფრასტრუქტურის მოწყობა, სასმელი და სარწყავი წყლის სისტემების რეაბილიტაცია, საგანმანათლებლო დაწესებულებებში ინფრასტრუქტურის შექმნა და გარე განათების ქსელის მოწყობა“, – განაცხადა ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერმა, დავით შერაზადიშვილმა

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები