ნათია თურნავა: მინისტრები რისკჯგუფში არ მოიაზრებიან

ეკონომიკის მინისტრის, ნათია თურნავას თქმით, მას კორონავირუსზე ტესტი არ ჩაუტარებია, რადგან, როგორც მან განმარტა, მინისტრები რისკჯგუფში არ მოიაზრებიან.

„მე კორონავირუსზე ტესტირება არ ჩამტარებია იმიტომ, რომ ამის აუცილებლობა არ არსებობდა. იცით, რომ ტესტირება ტარდება გეგმაზომიერად, კონკრეტულ რისკჯგუფებში. მინისტრები რისკჯგუფში არ მოიაზრებიან. თუ საჭიროება იქნება, ყველას ჩაგვიტარდება არსებული პროტოკოლით. დღესდღეობით, ეს საკითხი არ განიხილება“, – აღნიშნა მინისტრმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები