ბოჭორიშვილის კლინიკაში 5 პაციენტი გამოჯანმრთელდა, მათ შორის 2 მოზარდია
ბოჭორიშვილის კლინიკის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარის, მაკა სოლოღაშვილის თქმით, მათ კლინიკაში კორონავირუსით ინფიცირებული 45 პაციენტი მკურნალობს.
მისივე თქმით, კლინიკაში კორონავირუსისგან კიდევ 5 პაციენტი გამოჯანმრთელდა, მათ შორის 2 მოზარდია.
“ბოქსირებულ სექტორში 55 პაციენტი მკურნალობს, აქედან კორონავირუსი 45-ს აქვს დადასტურებული. 18 წლამდე ასაკის პაციენტი არის 7. გვყავს 5 გამოჯანმრთელება – სამი მოზრდილი და ორი მოზარდი. გვყავს ერთი ახალი პაციენტი, რომელიც მცხეთის საავადმყოფოდან გადმოყვანილია დადასტურებული დიაგნოზით. მისი მდგომარეობა საყურადღებოა.
კვლავ საყურადღებოა 4 პაციენტის მდგომარეობა. დანარჩენი პაციენტების დაავადების სიმძიმე საშუალო სიმძიმისაა. ახალი პაციენტი მცხეთის საავადმყოფოში მკურნალობდა, თანამშრომელი არ არის. როგორც ვიცით, გადმოყვანილია ცხინვალიდან. კლასტერი გამოდის ცხინვალი. 60 წელს ზემოთ ასაკის მამაკაცია. მიმდინარეობს გამოკვლევა და მკურნალობა.
სულ 5 პაციენტია საყურადღებო. ბავშვების რიცხვი შემცირდა, 6 ბავშვი რჩება გამოჯანმრთელების მოლოდინში, თითოეულის მდგომარეობა მსუბუქი და დამაკმაყოფილებელია”, – განაცხადა სოლოღაშვილმა.