ირაკლი კობახიძე: ოპოზიცია ემუქრება საზოგადოებას, რომ მხარს არ დაუჭერენ საკონსტიტუციო ცვლილებებს, თუმცა, ბუნებრივია, მათი მუქარის არავის ეშინია
“ქართული ოცნების” აღმასრულებელი მდივნის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, კონსტიტუციის განხილვის პროცესი საგანგებო მდგომარეობის გაუქმებისთანავე განახლდება.
მისივე თქმით, ოპოზიცია საზოგადოებას ემუქრება, რომ საკონსტიტუციო ცვლილებებს მხარს არ დაუჭერს.
“როგორც კი გაუქმდება საგანგებო მდგომარეობა, განახლდება კონსტიტუციის განხილვის პროცესი, რასაც, დაახლოებით, ერთი თვე დასჭირდება. თუ, მაგალითად, 22 მაისს მოხერხდება საგანგებო მდგომარეობის გაუქმება, ამ შემთხვევაში, ჩვენ ივნისის ბოლომდე ყველა შემთხვევაში მოვახერხებთ საკონსტიტუციო ცვლილებების მიღებას. შესაბამისად, არის დრო იმისათვის, რომ ჩვენ სათანადო ვადებში ჩავეტიოთ.
რაც შეეხება ოპოზიციას – ისინი ემუქრებიან საზოგადოებას, რომ მხარს არ დაუჭერენ საკონსტიტუციო ცვლილებებს, თუმცა, ბუნებრივია, მათი მუქარის არავის ეშინია”, -განაცხადა კობახიძემ.