ოპოზიციური პარტიის წარმომადგენლები “ლეიბორისტული პარტიის” ოფისში შეიკრიბნენ
ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები “ლეიბორისტული პარტიის” ოფისში შეიკრიბნენ.
როგორც „ახალი საქართველოს“ ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ განაცხადა, პარტიები დღეს კიდევ ერთხელ დააფიქსირებენ საკუთარ აზრს, რის შემდეგაც საერთო განცხადებას გაავრცელებენ. მისივე თქმით, მათი მოთხოვნა ერთიანია – შეიცვალოს საარჩევნო სისტემა და გათავისუფლდნენ პატიმრები.
„საკითხი არის ძალიან მარტივი – პირველი, მოთხოვნა არის ერთიანი, რომ როგორც პოლიტპატიმრების გათავისუფლება, ასევე საარჩევნო სისტემა უნდა შეიცვალოს. მეორე – ამას უჭერს სრულად მხარს ევროკავშირი და ამას უჭერს სრულად მხარს აშშ, რადგან მათი წარმომადგენლები ესწრებოდნენ ამ მოლაპრაკებას და აქ ყველა საკითხი დასრულებულია, როგორც გახარიას უთქვამს, წერტილი დავსვათ, თუ გნებავთ. მესამე – დღეს ვიკრიბებით, რომ კიდევ ერთხელ ყველა ოპოზიციურმა პარტიამ დააფიქსიროს საკუთარი აზრი, რის შემდეგაც საერთო განცხადებას გავავრცელებთ და იმედი მაქვს, აქ სხვაობა არ იქნება ჩვენს პოზიციებში. ყველა ვიქნებით ერთიანები, ჩვენს ერთიან პოზიციას აქვს გადამწყვეტი მნიშვნელობა, ეს უნდა გვესმოდეს. თუ ჩვენ რაღაცას წავუყრუებთ, რაღაც დათმობაზე ვინმე იფიქრებს, „ქართული ოცნება“ მიჩვეულია გადაგდებას, მოტყუებას, თაღლითობას და ის ყველაფერში გადაგვაგდებს. არცერთი ნაბიჯი უკან, ყველა ნაბიჯი წინ“, – აღნიშნა შეხვედრის დაწყებამდე გიორგი ვაშაძემ.