დღეს დილით მივიღეთ 3 პირის ანალიზის პასუხები და მათ კორონავირუსი არ დაუდასტურდა, – ამის შესახებ “რეგიონულ კვირას” რუსთავის “ცხელების ცენტრში” განუცხადეს.
მათი ინფორმაციით, კლინიკაში, ჯამურად, 250 პირი შემოწმდა, საიდანაც კოვიდინექცია მხოლოდ 2-ს დაუდგინდა.
“დღეს დილით მივიღეთ 3 პირის ანალიზის პასუხები და მათ კორონავირუსი არ დაუდასტურდა. ჯამურადზ ჩვენს ცენტრში ვირუსულ ინფექციაზე 250 ადამიანი გამოიკვლიეს, საიდანაც კორონავირუსი მხოლოდ ორს დაუდგინდა. აღნიშნული პირები უკვე გამოჯანმრთელდნენ. დღეს კიდევ გაიგზავნა 3 პაციენტის საკვლევი მასალა და პასუხები დღის ბოლომდე იქნება ცნობილი”, – განაცხადეს კლინიკაში.
ცნობისთვის, რუსთავში კორონავირუსის 9 შემთხვევა დაფიქსირდა, საიდანაც 8 უკვე გამოჯანმრთელდა.
შეგახსენებთ, რომ, ბოლო მონაცემებით, საქართველოში კოვიდინფექცია 647 ადამიანს დაუდასტურდა, მათგან 372 გამოჯანმრთელდა, ხოლო 11 გარდაიცვალა. სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ ამ დროისთვის 394 პირი რჩება.