ანა დოლიძე: იუსტიციის უმაღლესი საბჭოსგან 8 მარტის შეთანხმებასთან მიმართებით პოზიციის დაფიქსირებას მოვითხოვ

“მოვითხოვ, საბჭომ, ორგანომ, რომელიც პასუხისმგებელია ქვეყანაში სასამართლოს დამოუკიდებლობაზე – 8 მარტის შეთანხმებასთან დაკავშირებით პოზიცია დააფიქსიროს”, – ამის შესახებ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრმა, ანა დოლიძემ განაცხადა.

მისივე თქმით, საბჭომ სასამართლოს დამოუკიდებლობის სამოქმედო გეგმა უნდა წარმოადგინოს.

“მოვითხოვ, რომ საბჭომ დააფიქსიროს პოზიცია თუნდაც 2 თვის შემდეგ, როგორც ორგანომ, რომელიც პასუხისმგებელია ქვეყანაში სასამართლოს დამოუკიდებლობაზე ამ შეთანხმებასთან მიმართებით და მეორე გამობრძანდეს და წარმოადგინოს ხედვა, რეფორმის გეგმა, მაშინ როდესაც ამ ქვეყანაში ხელისუფლებამ და მისმა ყველაზე მნიშვნელოვანმა პარტნიორებმა დაადასტურეს, რომ სასამართლო ამ ქვეყანაში პოლიტიზირებულია, წარმოადგინოს სამოქმედო გეგმა სასამართლოს დამოუკიდებლობისა და დეპოლიტიზაციის”, – განაცხადა ანა დოლიძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები