Profile.ru: სააკაშვილმა განაცხადა, რომ საქართველოს შიმშილი ემუქრება

“უკრაინის ეროვნული რეფორმების საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის ხელმძღვანელი და საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი აცხადებს, რომ თბილისმა არავითარ შემთხვევაში არ უნდა გააუარესოს ურთიერთობები კიევთან”, – ამის შესახებ ყოველდღიური ჟურნალი „Profile.ru” წერს.

ჟურნალს „მთავარი არხის” ეთერში მიხეილ სააკაშვილის გამოსვლიდან ციტატა მოჰყავს და ამბობს, რომ სააკაშვილი დარწმუნებულია, რომ, თუ თბილისი „ჩრდილს მიაყენებს უკრაინასთან ურთიერთობებს”, მაშინ საქართველოს მოქალაქეები შიმშილისგან დაიხოცებიან.

„საქართველო ყიდულობს რძეს, ხორცს და მარცვლეულს უკრაინისგან. გარდა ამისა, უკრაინა არის ყველაზე დიდი გასაღების ბაზარი საქართველოსთვის”, – განაცხადა ყოფილმა პრეზიდენტმა ტელეკომპანია „მთავარი არხის” ეთერში.

სააკაშვილი დარწმუნებულია, რომ, თუ თბილისი „ჩრდილს მიაყენებს უკრაინასთან ურთიერთობებს”, მაშინ საქართველოს მოქალაქეები შიმშილისგან დაიხოცებიან.

მანამდე, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ გია ვოლსკიმ განაცხადა, რომ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტისა და ოდესის რეგიონის ყოფილი გუბერნატორის, მიხეილ სააკაშვილის დანიშვნა ახალ თანამდებობაზე საზიანოა ქართულ-უკრაინული ურთიერთობებისთვის და არის არამეგობრული ნაბიჯი”, – ვკითხულობთ „Profile.ru”-ში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები