ლევან დავითაშვილმა ისნის რაიონში მიმდინარე ინფრასტრუქტურული სამუშაოები დაათვალიერა
თბილისის საკრებულოს ისნის რაიონის მაჟორიტარმა წევრმა, ლევან დავითაშვილმა ამავე რაიონის, პარლამენტის მაჟორიტარ დეპუტატთან, ირაკლი აბუსერიძესა და ისნის რაიონის გამგებელთან, კახა ლაბუჩიძესთან ერთად, სამაჟორიტარო რაიონში მიმდინარე სარეაბილიტაციო ინფრასტრუქტურული სამუშაოები დაათვალიერა.
“ჩვენს სამაჟორიტარო რაიონში, ქვეყანაში შექმნილი საგანგებო მდგომარეობის მიუხედავად, აქტიურად მიმდინარეობს ინფრასტრუქტურული და კეთილმოწყობითი სამუშაოები. მეტი მწვანე სივრცისა და რეკრეაციული ზონების არსებობა ძალიან მნიშვნელოვანია მოსახლეობისთვის, განსაკუთრებით კი – ჩვენი მომავალი თაობისთვის”, -განაცხადა ლევან დავითაშვილმა.
მაჟორიტარი დეპუტატის ინფორმაციით, ისნის რაიონში სარეაბილიტაციო და კეთილმოწყობითი სამუშაოები ოთხ მისამართზე მიმდინარეობს, რომლის ფარგლებშიც კეთილმოეწყობა სკვერები, ჩატარდება გამწვანებითი სამუშაოები, დამონტაჟდება თანამედროვე განათების სისტემა და სავარჯიშო მოწყობილობები.