სისხლის უანგარო დონაციის აქციას “ქართული ოცნების“ წყალტუბოს ორგანიზაცია შეუერთდა

“გაიღე სისხლი, გადაარჩინე სიცოცხლე“ – ჯანდაცვის სამინისტროს მოწოდებას „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ წყალტუბოს ორგანიზაცია შეუერთდა. აქცია, რომელიც წყალტუბოს საკრებულოს შენობაში დილიდან დაიწყო, შესაბამისი წესების დაცვითა და რეკომენდაციების გათვალისწინებით, ამ დრომდე მიმდინარეობს.

უანგარო დონაციის აქციის ფარგლებში, სისხლი უკვე გაიღეს “ქართული ოცნების” წყალტუბოს ორგანიზაციის წევრებმა, მუნიციპალიტეტის თანამშრომლებმა, აქტივისტებმა და მოხალისეებმა.

“ჩვენ ვეხმაურებით ჯანდაცვის სამინისტროს ინიციატივას. „ქართული ოცნების“ პოლიტიკური გუნდი წყალტუბოში ამ აქციაში მონაწილეობს. გავიღებთ სისხლს ადამიანების გადასარჩენად. მნიშვნელოვანია, რომ ამ მოწოდებას გამოეხმაურონ ადამიანები და დარწმუნებული ვარ, რომ ბევრი ადამიანი მიიღებს ამ აქციაში მონაწილეობას, რათა ერთობლივად შევძლოთ, შევავსოთ “სისხლის ბანკი”, რაც გახლავთ უმნიშვნელოვანესი ჩვენი ჯანდაცვის სისტემისთვის“, -განაცხადა წყალტუბოს მაჟორიტარმა დეპუტატმა, ცოტნე ზურაბიანმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები