ბათუმი-ახალციხის მაგისტრალზე მეწყერი ჩამოწვა – მიმდინარეობს გაწმენდითი სამუშაოები
ბათუმი-ახალციხის ცენტრალურ მაგისტრალზე მეწყერის ჩამოწოლის შედეგად გადაადგილება შეიზღუდა. მეწყრული პროცესი ქედაში, სოფელ დოლოგანთან გვიან ღამით განვითარდა. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.
ამ ეტაპზე, მოძრაობა მხოლოდ ცალმხრივადაა შესაძლებელი.
წმენდით სამუშაოებს საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტი ახორციელებს.