ბაღდათში სისხლის უანგარო დონაციის აქცია გაიმართა
ჯანდაცვის სამინისტროს ინიციატივას – „გაიღე სისხლი, გადაარჩინე სიცოცხლე‘’ ბაღდათის მუნიციპალიტეტის მერიაც შეუერთდა. ბადღათის მერის თქმით, ჯანდაცვა ხელისუფლებისთვის ერთ-ერთი პრიორიტეტული საზრუნავია.
„დღეს ბაღდათის მინუციპალიტეტეში გაიმართა აქცია – „გავიღოთ სისხლი ადამიანების გადასარჩენად’’. ვუერთდებით იმ წამოწყებას, რომელიც წამოსულია ჯანდაცვის სამინისტროდან, რა თქმა უნდა, ჯანდაცვა არის ხელისუფლების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი, პრიორიტეტული საზრუნავი. იმედს ვიტოვებთ, რომ ამ გამოწვევასაც ღირსეულად გავივლით. მომავალშიც ყველთვის მზად ვართ, მხარში დავუდგეთ ჯანმრთელობის დაცვის სამინისტროს“, – განაცხადა არჩილ გოგსაძემ.
„მინდა, ყველა დონორს გადავუხადო მადლობა, ყველა დონორი გმირია. დღეს ჯანდაცვის სამინისტროს მოწოდებით სისხლის უანგარო დონაციის აქცია გაიმართა ბაღდათში. აქცია ყველა რეკომენდაციის დაცვითა და მაღალი აქტივობით მიმდინარეობდა. ჯანდაცვის სამინისტროს ამ მოწოდებას – „გაიღე სისხლი, გადაარჩინე სიცოცხლე” წლევანდელ წელს მაღალი გამოხმაურება და დიდი რეზონაზსი მოჰყვა“, – განაცხადა ლაშა კვანტალიანმა, ნატალია კვანტალიანს სახელობის სისხლის ცენტრალური ბანკის სამტრედიის განყოფილების დირექტორმა.
შეგახსენებთ, სისხლის უანგარო დონაციის აქცია საქართველოს სხვადასხვა რეგიონში ეტაპობრივად იმართება, რომელში ჩართვაც ნებისმიერ მოქალაქეს შეუძლია.