“ბოჭორიშვილის კლინიკაში მოთავსებული, კორონავირუსით ინფიცირებული ახალი პაციენტის დაინფიცირების წყარო ე.წ. თეთრიწყაროს კლასტერს უკავშირდება”

ბოჭორიშვილის კლინიკის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარის, მაკა სოლოღაშვილის თქმით, მათ კლინიკას კორონავირუსით ინფიცირებული ერთი ახალი პაციენტი დაემატა, რომლის დაინფიცირების წყარო ე.წ. თეთრიწყაროს კლასტერს უკავშირდება.

მისივე თქმით, კლინიკაში ამ ეტაპზე კორონავირუსით ინფიცირებული 62 პაციენტი მკურნალობს.

“დღეს ბოქსირებულ სექტორში 75 პაციენტი წევს, აქედან კორონავირუსი 62-ს აქვს დადასტურებული. 18 წლამდე ასაკის მოზარდი არის 10. პაციენტების მდგომარეობა საშუალო სიმძიმისაა, 5 პაციენტია მხოლოდ საყურადღებო. ამ შაბათ-კვირის განმავლობაში 6 გამოჯანმრთელება გვაქვს. აქედან სამი გამოჯანმრთელებული რჩება კლინიკაში და სავარაუდოდ დღეს-ხვალ დატოვებენ კლინიკას. გვაქვს ერთი ახალი შემთხვევა, ეკუთვნის თეთრიწყაროს კლასტერს, საშუალო ხნის ქალბატონია. ახალი პაციენტის მდგომარეობა საშუალო სიმძიმისაა, მძიმე პაციენტი არ გვყავს. კვლევაში 6 პაციენტი ჩაერთვება”, – განაცხადა სოლოღაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები