მაკა სოლოღაშვილი: ჩვენი კლინიკის მაგალითზე, ახალი პაციენტების გამოვლენა ძალიან შემცირებულია, მაგრამ არ უნდა მოვდუნდეთ და რეკომენდაციები დავიცვათ
“კორონავირუსთან დაკავშირებით, ჩვენი კლინიკის მაგალითზე, ახალი პაციენტების გამოვლენა არის ძალიან შემცირებული, მაგრამ არ უნდა მოვდუნდეთ, სიფრთხილე არ უნდა დავკარგოთ და რეკომენდაციები დავიცვათ”, – ამის შესახებ ბოჭორიშვილის კლინიკის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარემ, მაკა სოლოღაშვილმა განაცხადა.
“ბოლო ერთი კვირაა, რიცხვები ძალიან ბევრის მთქმელია. ჩვენი კლინიკის მაგალითზე, ახალი პაციენტების გამოვლენა არის ძალიან შემცირებული, მაგრამ არ უნდა მოვდუნდეთ, სიფრთხილე არ უნდა დავკარგოთ და დავიცვათ ის რეკომენდაციები რაც გვაქვს.
რაც შეეხება ვაქცინას – მისი მნიშვნელობა ძალიან დიდია. მედიცინა საკმაოდ ძლიერად დგას და მედიკების რჩევებს უნდა მივყვეთ. დაველოდოთ ვაქცინის შექმნას”, – განაცხადა სოლოღაშვილმა.