საქართველოს ადამიანის უფლებათა დაცვის ახალ ეროვნულ სტრატეგიაზე მუშაობა გრძელდება

მთავრობის ადმინისტრაციის ადამიანის უფლებათა სამდივნო ადამიანის უფლებათა დაცვის ახალი ეროვნული სტრატეგიის დოკუმენტზე მუშაობას აგრძელებს. დღეს ადამიანის უფლებათა სამდივნოს უფროსმა, ანა ბუჩუკურმა და პრემიერმინისტრის მრჩეველმა ადამიანის უფლებათა დაცვისა და გენდერული თანასწორობის საკითხებში, ლელა აქიაშვილმა გაერო-ს განვითარების პროგრამისა (UNDP) და ნორვეგიის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ მოწვეულ საერთაშორისო ექსპერტთან, მეგი ნიკოლსონთან ვიდეოკონფერენცია გამართეს.

ვიდეოკონერენციაში, ასევე, მონაწილეობა მიიღეს გაერო-ს განვითარების პროგრამისა და გაეროს ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისრის ოფისის (OHCHR) წარმომადგენლებმა, ასევე, ადგილობრივმა ექსპერტებმა, თამარ ქალდანმა და გიორგი ჩხეიძემ.

შეხვედრაზე განიხილეს საქართველოს ადამიანის უფლებათა დაცვის ახალი ეროვნული სტრატეგიის შემუშავების პროცესი და უახლოესი გეგმა, ასევე, ხაზი გაესვა ამ პროცესში ყველა შესაბამისი უწყების/ორგანიზაციის ჩართულობის მნიშვნელობას.

ახალი ეროვნული სტრატეგიის შემუშავება ადამიანის უფლებების უწყებათაშორისი საბჭოს მთავარ პრიორიტეტს წარმოადგენს, შესაბამისად, სამდივნო მომავალშიც აქტიურად განაგრძობს მუშაობას ყველა დაინტერესებულ მხარესთან ერთად.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები