დავით სონღულაშვილი: რომ არა ლუგარის ლაბორატორია, ბევრად უფრო მძიმე შედეგები ექნებოდა ქვეყანას

ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის, დავით სონღულაშვილის განცხადებით, ლუგარის ლაბორატორიის მნიშვნელობა პანდემიის პერიოდში კარგად გამოჩნდა.
მისივე თქმით, რომ არა ლუგარის ლაბორატორია, ქვეყანას ბევრად უფრო მძიმე შედეგები ექნებოდა.
“ლუგარის ლაბორატორიის მნიშვნელობა კარგად გამოჩნდა ამ პანდემიის პერიოდში. რომ არა ლუგარის ლაბორატორია, ბევრად უფრო მძიმე შედეგები ექნებოდა ქვეყანას და, აქედან გამომდინარე, სამწუხაროა, როდესაც დეზინფორმაცია ასეთი პანდემიის პირობებში კვლავაც საკმაოდ ძლიერია, მძლავრად ებრძვიან ლუგარის ლაბორატორიას იმიტომ, რომ ეს არის ქვეყნისთვის სტრატეგიული და მნიშვნელოვანი ლაბორატორია”, – განაცხადა სონღულაშვილმა.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები