დავით სონღულაშვილი: მთავრობის მიერ წარმოდგენილი პაკეტი სრულად ფარავს ტურიზმის სექტორში მონაწილე ყველა ადამიანს

“მთავრობის მიერ წარმოდგენილი პაკეტი სრულად ფარავს ტურიზმის სექტორში მონაწილე ყველა ადამიანს”, – ამის შესახებ ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, დავით სონღულაშვილმა მთავრობის მიერ წარმოდგენილ პაკეტთან დაკავშირებით განაცხადა.

მისი თქმით, ხელისუფლება მზადაა, მაქსიმალურად დაუდგეს გვერდით ტურიზმს, როგორც ქვეყნის ერთ-ერთ პრიორიტეტულ მიმართულებას.

„მთავრობამ ტურიზმის დახმარების მიზნით 200-მილიონიანი პაკეტი წარმოადგინა. ტურიზმი არის საქართველოსთვის ერთ-ერთი სტრატეგიული მიმართულება. დღევანდელი პრეზენტაცია გამოხატავს, რამდენად არის ქვეყანა მზად, რომ მაქსიმალურად სწრაფად მოიპოვოს კონკურენტული უპირატესობა როგორც რეგიონში, ასევე, აღმოსავლეთ ევროპაში. ადგილობრივი ტურიზმისთვის ქვეყანა 15 ივნისიდან, ხოლო საერთაშორისო ტურიზმისთვის 1-ელი ივლისიდან გაიხსნება. პაკეტი, რომელიც წარმოდგენილია მთავრობის მიერ, ფაქტობრივად, სრულად ფარავს ამ სექტორში მონაწილე ყველა ადამიანს. ეს არის უკვე მესამე ფაზა ტურიზმის სექტორის დასახმარებლად. აღნიშნული პაკეტი არის ხაგზასმა იმისა, რომ ტურიზმი არის ქვეყნის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პრიორიტეტი. ჩვენ მზად ვართ, მაქსიმალურად დავუდგეთ გვერდით ამ მიმართულებას”, – განაცხადა დავით სონღულაშვილმა.​

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები