მეუფე ნიკოლოზი ყინწვისის მონასტრის სასულიერო პირების დაპირისპირებაზე: ვინმე ამბობს, რომ ეს კარგი საქმეა ან ასე უნდა იყოს? მოხდა რაღაც ინციდენტი, პასუხს აგებს ის, ვინც დანაშაული ჩაიდინა

ახალქალაქისა და კუმურდოს მიტროპოლიტი, მეუფე ნიკოლოზ ფაჩუაშვილი ყინწვისის მამათა მონასტრის სასულიერო პირებს შორის მომხდარ დაპირისპირებას გამოეხმაურა.
მისი თქმით, პასუხს აგებს ის, ვინც დანაშაული ჩაიდინა.
„ვინმე ამბობს, რომ ეს კარგი საქმეა ან ასე უნდა იყოს, ან ეს ნორმალურია და დასაშვები? მოხდა რაღაც ინციდენტი, რომელსაც არავითარი გამართლება არანაირი მხრიდან არ აქვს. თან სასულიერო პირი დაკავებულია, რა კომენტარი უნდა გავაკეთოთ? მოხდა – მოხდა, ცუდია ძალიან. მადლობა ღმერთს, რომ სისხლი არ დაიღვარა. არავინ გაურბის პასუხისმგებლობას, პასუხს აგებს ის, ვინც ჩაიდინა სისხლის სამართლის დანაშაული, ძალიან ცუდია“, – განაცხადა მეუფე ნიკოლოზმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები