ლევან რატიანი: 10 პაციენტის პირველადი ტესტის შედეგი გვაქვს მიღებული, იმედი გვაქვს, რომ ათივესთან განმეორებით უარყოფითი პასუხი მოვა და დღის ბოლოსთვის კიდევ 10 პაციენტი დატოვებს კლინიკას
“კორონავირუსზე 10 პაციენტის პირველადი ტესტის შედეგი გვაქვს მიღებული, იმედი გვაქვს, რომ ათივესთან განმეორებით მოვა უარყოფითი პასუხი და დღის ბოლოსთვის კლინიკას კიდევ 10 პაციენტი დატოვებს”, – ამის შესახებ თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის დირექტორმა, ლევან რატიანმა განაცხადა.
მისივე თქმით, კლინიკაში მყოფი ორი ორსული ქალის ჯანმრთელობის მდგომარეობა ამ ეტაპზე სტაბილურია.
“10 პაციენტის პირველადი ტესტის პასუხი გვაქვს მიღებული, იმედი გვაქვს, რომ ათივესთან განმეორებით მოვა უარყოფითი და დღის ბოლოსთვის კიდევ 10 პაციენტი დატოვებს კლინიკას. გვყავს ორი ორსული ქალბატონი, დადასტურებული შემთხვევა, მათი მდგომარეობა ამ ეტაპზე სტაბილურია.
ბოლო 24 საათის განმავლობაში ახალი შემთხვევა არ გვყოლია, იმედია, ასე გაგრძელდება და ჩვენი კლინიკა რამდენიმე კვირაში კოვიდინფექციასთან ბრძოლას აუცილებლად მოიგებს”, – განაცხადა რატიანმა.