ფინეთი საზღვრებს ხსნის

ფინეთის მთავრობის გადაწყვეტილებით, 14 მაისიდან საზღვრები გაიხსნება.

ამასთან, გასვლითი ტურიზმის რეკომენდაციას მინისტრთა კაბინეტი არ იძლევა.

გარდა ამისა, 1-ელი ივნისიდან მოსალოდნელია კვებითი ობიექტების ეტაპობრივი გახსნა. ამ დროიდან, ასევე, ნებადართული იქნება სპორტული შეჯიბრებები და ჩემპიონატები. 1-ელი ივნისიდან 50-კაციანი ღონისძიებების იქნება დასაშვები.

თუმცა, ფინეთის მთავრობა 70 წელს გადაცილებულ მოქალაქეებს უახლოესი რამდენიმე თვის განმავლობაში კონტაქტებისგან თავის არიდებას ურჩევს.

ფინეთში კორონავირუსით 5 327 ადამიანია ინფიცირებული, 240 კი გარდაცვლილია.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები