აშშ-ის დაზვერვა: ჩინეთი კორონავირუსთან დაკავშირებულ ინფორმაციას ეპიდსაწინააღმდეგო საშუალებების იმპორტის მიზნით მალავდა

“ჩინეთი 2020 წლის იანვარში კორონავირუსთან დაკავშირებულ ინფორმაციას მალავდა, ამ დროს კი ეპიდსაწინააღმდეგო ტვირთის იმპორტი გაზარდა”, – ამის შესახებ აშშ-ის დაზვერვის ანგარიშშია ნათქვამი, რომელიც Associated Press-ს ჩაუვარდა ხელში.

დოკუმენტში აღნიშნულია, რომ იანვარში ჩინეთი ვირუსის საფრთხეს უარყოფდა, თუმცა პირადი დაცვის საშუალებების იმპორტი გაზარდა და ექსპორტი შეამცირა. აღნიშნული ღონისძიების შედეგად, პეკინმა ეპიდასაწინააღმდეგო საშუალებები მოიმარაგა.

მოხსენების ავტორები ყურადღებას იმაზეც ამახვილებენ, რომ ჩინეთი ექსპორტის დაწესებასაც უარყოფდა.

შეგახსენებთ, რომ აშშ-ის ლიდერი, დონალდ ტრამპი დიდი ხანია, ამტკიცებს, რომ ჩინეთმა ქვეყნის ტერიტორიის ფარგლებს გარეთ კორონავირუსული ინფექციის გავრცელებას ხელი შეგნებულად არ შეუშალა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები