მაკა სოლოღაშვილი: “პლაქვენილი” რჩება პროტოკოლით დამტკიცებულ მედიკამენტთა შორის, მისი გამოყენება ინდივიდურად ხდება, პაციენტის მდგომარეობის მიხედვით
ბოჭორიშვილის კლინიკის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარის, მაკა სოლოღაშვილის თქმით, კორონავირუსის მკურნალობისას მედიკამენტ “პლაქვენილის” პაციენტებთან გამოყენება ინდივიდურად ხდება.
მისივე თქმით, “პლაქვენილი” პროტოკოლით დამტკიცებულ მედიკამენტთა შორის რჩება.
“პლაქვენილი” რჩება პროტოკოლით დამტკიცებულ მედიკამენტთა შორის. მისი გამოყენება ინდივიდურად ხდება, პაციენტის მდგომარეობის მიხედვით, ექიმის შეხედულებისამებრ. როდესაც პაციენტის მდგომარეობა მოითხოვს, “პლაქვენილის” ჩართვას, ექიმი იღებს გადაწყვეტილებას გამოიყენოს თუ – არა. ჩვენ გვაქვს “პლაქვენილის” გამოყენების შემთხვევები, გართულებასთან საქმე არ გვქონია. ვიყენებთ მხოლოდ იმ შემთხვევაში, როდესაც ამას ექიმი აუცილებლად მიიჩნევს.
რაც შეეხება პიკს – გააჩნია პიკს. ჯერჯერობით, მზაობა გვაქვს, სათქმელად ადვილია, პიკი შეიძლება, იყოს ძალიან მაღალი. ამჟამად, ასეთი ნაკადით, ფაქტია, რომ კლინიკები ჩვენს საქმეს ვუძღვებით”, – განაცხადა სოლოღაშვილმა.