შალვა კიკნაველიძე: სახელმწიფო ყველაფერს აკეთებს ბიზნესის სტიმულირებისთვის, რათა მოვახდინოთ სამუშაო ადგილების შენარჩუნება

ზესტაფონის მაჟორიტარმა დეპუტატმა შალვა კიკნაველიძემ, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად, ის საზოგადოებრივი კვების ობიექტები მოინახულა, რომლებიც საგანგებო მდგომარეობის პირობებში, დისტანციური მომსახურების სერვისით სარგებლობენ.

ხელისუფლების წარმომადგენლები, ადგილზე გაეცნენ როგორ სრულდება კვების დაწესებულებებში ჯანდაცვის სამინისტროსა და სურსათის ეროვნული სააგენტოს მიერ მიღებული რეკომენდაციები.

კვების ობიექტების თანამშრომლებმა ხელისუფლების წარმომადგენლებისგან საჩუქრად პირბადეებიც მიიღეს.

უმრავლესობის წევრის განცხადებით, არსებულ სიტუაციაში განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ ყველა იმ ობიექტმა შეძლოს შეუფერხებლად ფუნქციონირება, რომლებიც სახელმწიფო რეკომენდაციებს ზედმიწევნით იცავენ.

“ჩვენ ძალიან მალე გადავალთ იმ ეტაპზე, როდესაც ქვეყანაში ეკონომიკური საქმიანობა სრულად აღდგება. ამიტომ განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ ყველა იმ ობიექტმა განაგრძოს საქმიანობა, რომლებიც უსაფრთხოების ნორმებსა და სახელმწიფო რეკომენდაციებს ზედმიწევნით იცავენ. სახელმწიფო ყველაფერს აკეთებს ბიზნესის სტიმულირებისთვის, რათა მოვახდინოთ სამუშაო ადგილების შენარჩუნება. სასიხარულოა, რომ ამ პროცესში ბევრი სუბიექტი ავლენს მაღალ მოქალაქეობრივ პასუხისმგებლობას”, – განაცხადა შალვა კიკნაველიძემ.​

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები