ამბროლაურის მუნიციპალიტეტში მაისის თვის პენსიის დარიგება მიმდინარეობს

ამბროლაურის მუნიციპალიტეტში მაისის თვის პენსიის დარიგება მიმდინარეობს.

როგორც “რეგიონულ კვირას” ამბროლაურის მუნიციპალიტეტიდან აცნობეს, პენსიის დარიგების პროცესს ამბროლაურის მუნიციპალიტეტის მერი – ზვიად მხეიძე ადგილზე გაეცნო.

“ჩვენი მოსახლეობის დიდ ნაწილს პენსიონერები შეადგენენ და მნიშვნელოვანია, მათთვის საჭირო სერვისი დროულად და უსაფრთხოდ მიიღონ. სახელმწიფო მნიშვნელოვან ღონისძიებებს ატარებს COVID-19-ის პრევენციის მიზნით და დღევანდელი მდგომარეობის პირობებში მაქსიმალურად უზრუნველყოფს მოსახლეობის სხვადასხვა კატეგორიისათვის საჭირო მომსახურების მიწოდებას“, – აღნიშნა ზვიად მხეიძემ.

ცნობისთვის, საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებითა და „ლიბერთი ბანკთან“ აქტიური თანამშრომლობით, ქვეყანაში კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, პენსიონერებს “ლიბერთი ბანკი” ადგილზე ემსახურება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები