ლევან რატიანი: პირველ საუნივერსიტეტო კლინიკას 4 გამოჯანმრთელებული დატოვებს

თბილისის პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის დირექტორის, ლევან რატიანის თქმით, დღეს მათ კლინიკას 4 კორონავირუსისგან გამოჯანმრთელებული პაციენტი დატოვებს. მისივე განცხადებით, 81 ინფიცირებული პაციენტიდან ხუთის მდგომარეობა კვლავ მძიმე რჩება.

„ბოლო 24 საათის განმავლობაში, ამ ეტაპამდე, ახალი შემთხვევა არ შემოსულა კლინიკაში. დღეს კოვიდინფექციის გარეშე ვწერთ ოთხ პაციენტს. მოვიდა პროტოკოლის გათვალისწინებით ოთხი უარყოფითი პასუხი და რამდენიმე საათში დატოვებენ კლინიკას. რეანიმაციულ განყოფილებაში, ჩვენს კლინიკაში რვა პაციენტი წევს. აქედან სამი არის სპონტანურ სუნთქვაზე. მათი მდგომარეობა მკვეთრად გაუმჯობესებულია და რამდენიმე დღეში გადმოვლენ განყოფილებებში. ხუთის მდგომარეობა რჩება მძიმე, იმყოფებიან მართვით სუნთქვაზე, მაგრამ ერთი დადებითი კლინიკა ვლინდება, რომ გემოდინამიკის სტაბილიზაციისთვის არ სჭირდება არცერთ მათგანს დამატებითი ჩარევა. ეს ნიშნავს, რომ შოკის კლინიკა ამ პაციენტებთან მოხსნილია“, – განაცხადა რატიანმა.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები