მარნეულში კორონავირუსის 2 ახალი შემთხვევა დადასტურდა

მარნეულის მუნიციპალიტეტში, კლინიკა  “ჯეოჰოსპიტალში” კორონავირუსის ორი ახალი შემთხვევა დადასტურდა, – ამის შესახებ “რეგიონულ კვირას” კლინიკის დირექტორმა, ტატა შენგელაიამ  განუცხადა. მისი თქმით, ორივე დაინფიცირებული პირი თეთრიწყაროს კლასტერს მიეკუთვნება.
“გუშინ გადავაგზავნეთ ლუგარის ლაბორატორიაში 5 პირის საკვლევი მასალა, დღეს დილით მოვიდა პასუხები. 2 პირთან კორონავირუსი დადასტურდა და ისინი გადაყვანილნი არიან თბილისის ერთ-ერთ კლინიკაში”, – განაცხადა ტატა შენგელაიამ.

ჯამურად, ქვემო ქართლში კორონავირუსის 159 დადასტურებული ფაქტი ფიქსირდება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები