ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში ორი საბითუმო ბაზარი გაიხსნა

ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში, ეთნიკურად აზერბაიჯანელებით დასახლებულ სოფელში 2 საბითუმო ბაზარი დღეს გაიხსნა. სავაჭრო ობიექტზე დილიდან ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის მერი იმყოფებოდა. ჯონდო მდივნიშვილის თქმით, ბაზრების გახსნით ფერმერებს პროდუქტის რეალიზება აღარ გაუჭირდებათ.

“მკაცრად ვაკონტროლებთ ადგილზე სიტუაციას. არ ხდება წესებისა და რეკომენდაციების დარღვევა. უახლოებს დღეებში ამავე სოფელში მესამე ბაზარი დაიწყებს ფუნქციონირებას, სადაც, ამ ეტაპზე, შესაბამისი ინფრასრუქტურული დამუშაოები მიმდინარეობს. გასულ კვირას ფერმერების ნაწილი კიტრის რეალიზაციას ვერ ახერხებდა, თუმცა, ბაზების გახნის შემდეგ, სულ სხვა რეალობაა. ახლა ყველა ფერმერს საკუთარი პოროდუქციის გაყიდვა შესაძლებლობა სოფლიდან გაუსვლელად აქვს”, – განმარტა მდივნიშვილმა.

სოფელ კაბალში ახლადგახსნილ ორივე ბაზარში მკაცრად კონტროლდება საგანგებო მდგომარეობით ამოქმედებული ყველა რეგულაცია. სავაჭრო ობიექტზე შესვლისას დეზინფექცია უტარდება ყველა ავტომობილს. ასევე,
სურსათის ეროვნული სააგენტოსა და ადგილობრივი მერის თანამშრომლები მოვაჭრეებსა და დისტრიბუტორებს დისტანციის დაცვისკენ ხმოვანი გამაძლიერებლებით ქართულ და აზერბაიჯანულ ენაზე მოუწოდებენ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები