ლევან რატიანი: ჩვენს კლინიკაში “ჯინექსპერტ” მეთოდი გაიტესტა, რომლის საშუალებითაც განხორციელდება კორონავირუსის საეჭვო შემთხვევების ინფიცირების გამოვლენა

“გაიტესტა „ჯინექსპერტ“ მეთოდი, რომლის საშუალებითაც ჩვენს კლინიკაში განხორციელდება კორონავირუსის საეჭვო შემთხვევების ინფიცირების გამოვლენა მხოლოდ იმ პაციენტებთან, რომლებიც ჰოსპიტალიზაციას საჭიროებენ”, – ამის შესახებ თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის დირექტორმა, ლევან რატიანმა განაცხადა.

მისივე თქმით, აღნიშნული მეთოდი უნიკალურია.

“გაიტესტა „ჯინექსპერტ“ მეთოდი, რომლის საშუალებითაც ჩვენს კლინიკაში განხორციელდება კორონავირუსის საეჭვო შემთხვევების ინფიცირების გამოვლენა მხოლოდ და მხოლოდ იმ პაციენტებთან, რომლებიც ჰოსპიტალიზაციას საჭიროებენ. ეს მეთოდი არ იქნება მასობრივი, ეს იქნება მხოლოდ ჩვენს კლინიკაში არსებული პაციენტების სადიაგნოსტიკო ღირებულებით. ეს არის უნიკალური მეთოდი, რომლის ალბათობა, რომ შეცდომა იყოს დაშვებული, მინიმუმამდე არის დაყვანილი, რადგან მასში არ არის მონაწილე ადამიანის ფაქტორი“, – განაცხადა ლევან რატიანმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები