კახეთი “მწვანე ზონის” სტატუსს ინარჩუნებს – 26 ნიმუშის პასუხი კოვიდ-19 -ზე უარყოფითია

კახეთის რეგიონიდან ლუგარის ლაბორატორიაში გაგზავნილი 26 ნიმუშის პასუხი კორონავირუსზე უარყოფითია. როგორც დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის კახეთის განყოფილების ხელმძღვანელმა განაცხადა, ნიმუშები როგორც ცხელების ცენტრებიდან, ისე საკარანტინე ზონებიდან აიღეს.

“კახეთში ეპიდემიოლოგიური მდგომარეობა კვლავ სტაბილურია. არცერთი კოვიდ-19-ის ლაბორატორიულად დადასტურებული შემთხვევა არ ფიქსირდება. გუშინ აღებული 26 ნიმუშიდან ყველას პასუხი იყო უარყოფითი”, – განაცხადა ნელი ხიზანიშვილმა.

კახეთის რეგიონში, ამ დროისთვის, 11 საკარანტინე ლოკაციაზე 578 მოქალაქე იმყოფება, ხოლო თვითიზოლაციაში 7 პირი რჩება.

საქართველოში კორონავირუსის 539 შემთხვევაა დადასტურებული, მათგან გამოჯანმრთელდა 178 და გარდაიცვალა 6 მოქალაქე.კარანტინის რეჟიმში 5256 პირი იმყოფება და სტაციონარში მეთვალყურეობას 548 პირი გადის.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები