გორში კორონავირუსის სამი ახალი შემთხვევა დადასტურდა
გორის მუნიციპალიტეტში კორონავირუსის სამი ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. დაინფიცირებული პაციენტები გორის სამხედრო ჰოსპიტალში მომუშავე უფროსი მედდის კონტაქტებს წარმოადგენენ. მედდას კოვიდ 19 გუშინ დაუდასტურდა. ახალ დაინფიცირებულ პაციენტებს შორის არის ორი მცირეწლოვანი უფროსი მედდის შვილები არიან. მესამე დაინფიცირებული კი ოჯახის ახლობელია.
ამ წუთებში, გორის მუნიციპალიტეტის სამ სოფელში: კარალეთში, თერგვისსა და ფლავში ეპიდემიოლოგები მუშაობენ.
„დღეს გაირკვა, რომ არის კიდევ სამი დამატებითი ინფიცირებული. სამივე ადამიანი ნათესავურ კავშირში მყოფი პირები არიან. ამ დროისთვის, მიმდინარეობს ღრმა ეპიდკვლევა დამატებითი კონტაქტების გამოსავლენად. ასევე, მოხდება დამატებითი ანალიზების აღება და დაველოდებით პასუხებს. სოფლების ჩაკეტვასთან დაკავშირებით მსგავსი გადაწყვეტილება არ არსებობს ამ დროისთვის“, – განაცხადა სახელმწიფო რწმუნებულმა შიდა ქართლის მხარეში, გიორგი ხოჯევანიშვილმა.
გუშინ გორის მუნიციპალიტეტიდან ლუგარის ლაბორატორიაში გაგაზავნილი 8 ნიმუშიდან კოვიდ 19 დაინფიცირება მხოლოდ სამ პირს დაუდასტურდა