ლევან რატიანი: როგორც კი სამყაროში ეს ვირუსი გაჩნდა, მაღალი ლეტალობის ინდექსის გამო, დავარქვით “მკვლელი”, მაგრამ ვირუსის ამ ფუნქციამ ლიკვიდაცია განიცადა

“როგორც კი სამყაროში კორონავირუსი გაჩნდა, რადგან მაღალი ლეტალობის ინდექსი იყო, დავარქვით “მკვლელი”, მაგრამ ვირუსის ამ ფუნქციამ ლიკვიდაცია განიცადა”, – ამის შესახებ თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის დირექტორმა, ლევან რატიანმა განაცხადა.

“როგორც კი გაჩნდა სამყაროში ეს ვირუსი ყველამ ერთად, რადგან ახალი იყო და მაღალი ლეტალობის ინდექსი იყო, დავარქვით “მკვლელი”, მაგრამ ამ ვირუსის ამ ფუნქციამ ლიკვიდაცია განიცადა. გართულებულ შემთხვევაში, როდესაც გვაქვს პოლიორგანული უკმარისობა, არ წარმოადგენს მაღალი ლეტალობის ინდექსის მაჩვენებელს“, – აღნიშნა რატიანმა.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები