ქუთაისის ინფექციურ კლინიკაში წყალტუბოდან კორონავირუსით ინფიცირებული მამაკაცი გადაიყვანეს

ქუთაისის ახალ ინფექციურ კლინიკაში კორონავირუსის დიაგნოზით წყალტუბოდან მამაკავი გადაიყვანეს. კლინიკის ექიმის თქმით, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.
“გუშინ დაგვემატა ერთი პაციენტი, სავარაუდოდ, წყალტუბოს კლასტერთან დაახლოებული პირი. კლინიკაში მყოფი პაციენტები არიან კარგად. ველოდებით რანდენიმე პაციენტზე განმეორებით ტესტებს”, –  განაცხადა ქუთაისის ინფექციური კლინიკის ექიმმა.

შეგახსენებთ, ქუთაისის ახალ ინფექციურ კლინიკაში Covid19 – ის დიაგნოზით 19 პაციენტი მკურნალობს, ყველა მათგანის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. კლინიკიდან, ჯამურად, 19 გამოჯანმრთელებული პაციენტია გაწერილი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები