ტიტე აროშიძე: აჭარაში საგაზაფხულო სამუშაოები შეუფერხებლად მიმდინარეობს

მუნიციპალიტეტებში საგაზაფხულო სამუშაოები შეუფერხებლად მიმდინარეობს, – ამის შესახებ აჭარის სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ტიტე აროშიძემ განაცხადა.
ქედის მუნიციპალიტეტის სოფელ გოგიაშვილებიში სასოფლო-სამეურნეო სამუშაოების განხორციელების პროცესს აჭარის სოფლის მეურნეობის მინისტრი ქედის მერთან ერთად გაეცნო.
,,სასოფლო-სამეურნეო სავარგულების დამუშავება აქტიურ ფაზაშია. მიმდინარეობს ხვნისა და თესვის სამუშაოები აგროვადების სრული დაცვით. დარგის სპეციფიკიდან გამომდინარე, მნიშვნელოვანია, შემჭიდროვებულ ვადებში მოხდეს სამუშაოების განხორციელება, რაც, საბოლოოდ, აისახება მოსავლის ხარისხსა და რაოდენობაზე”, – განაცხადა სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ტიტე აროშიძემ.

ცნობისთვის, წელს პირველად,  აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტროს ხელშეწყობით, აჭარის ხუთივე მუნიციპალიტეტის ფერმერებს, სახნავ-სათესი ფართობების დამუშავება უფასოთ შეეძლებათ. აღნიშნული პროგრამის ფარგლებში სულ დამუშავებული იქნება 2500 ჰა ფართობი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები