ადვოკატი: მამა დავითსა და მამა საბას დაპირისპირება ვერ ექნებოდათ, რადგან ისინი ერთმანეთის მიმართ სიყვარულით არიან განმსჭვალულნი

ყინწვისის მონასტრის დაკავებული წინამძღვრის ადვოკატი, ალექსანდრე კობაიძე აცხადებს, რომ მამა დავითის მიერ ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენებას არცერთი ფაქტობრივი გარემოება არ ადასტურებს.

„არცერთი ფაქტობრივი გარემოებებით არ დასტურდება მამა დავითის მიერ ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენება. არცერთი ფაქტობრივი გარემოებებით არ დასტურდება, რომ რაიმე ფორმით მამა დავითს კონფლიქტი ჰქონოდა სასულიერო პირებთან, მით უმეტეს, მამა საბასთან.
თავად მამა საბას აქვს აღნიშნული, რომ იგი სამედიცინო ექსპერტიზას არ საჭიროებს, ვინაიდან თავს ძალიან კარგად გრძნობს. საქმეში დევს მამა საბას ჩვენება, სადაც ის აცხადებს, რომ მამა დავითთან არანაირი დაპირისპირება არ ჰქონია და, შესაბამისად, ვერ ექნებოდა იმიტომ, რომ ისინი ერთმანეთის მიმართ სიყვარულით არიან განმსჭვალულნი”, – აცხადებს ადვოკატი.
ცნობისთვის, ყინწვისის მონასტრის წინამძღვარი განზრახ მკვლელობის მცდელობისა და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარების ბრალდებით დააკავეს.

„გამოძიებით დგინდება, რომ ბრალდებულმა, გორის რაიონის სოფელ რიეთის საავტომობილო გზაზე გადაადგილებისას, სავარაუდოდ, ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღიდან ცეცხლი გაუხსნა დაზარალებულის მართვის ქვეშ მყოფ ავტომანქანას, რის შემდგომაც შემთხვევის ადგილიდან მიიმალა“, – წერია შსს-ს განცხადებაში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები