სამართალდამცავებმა საპატრულო პოლიციის ყოფილი უფროსი, დავით ცინარიძე დააკავეს

საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ყოფილი ხელმძღვანელი, დავით ცინარიძე დაკავებულია.

გავრცელებული ინფორმაციით, ყოფილმა მაღალჩინოსანმა მეუღლეს ცეცხლსასროლი იარაღიდან ესროლა, თუმცა ქალი არ დაშავებულა.

საპატრულო პოლიციის ყოფილ ხელმძღვანელს, სავარაუდოდ, ამ წუთებში კითხავენ.

როგორც “კვირას” შსს-ში განუცხადეს, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა 151-ე მუხლის მეორე ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს, რაც ოჯახის წევრის მიმართ განხორციელებულ მუქარას გულისხმობს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები