ლევან ნიკოლეიშვილი: “ნაცევრონაცები” და მათი ურეიტინგო სატელიტი სექტები ბოლოს იმის კრიტიკას დაიწყებენ, რატომ დაიწყო ხელისუფლებამ კორონას წინააღმდეგ პრევენციული ზომების მიღება
“დღეს ირაკლი კობახიძემ მავნებლურ სექტას ჯერ ცივი წყალი გადაასხა და შემდეგ თვალსაჩინოებისთვის რეცეპტიც გამოუწერა, სადაც კიდევ ერთხელ შეახსენა, თუ რა დახმარება გაუწიეს ხალხს 2008-2009 წლების კრიზისის დროს, რომ “ნაციონალურმა მოძრაობამ” მოქალაქეებისა და ეკონომიკისთვის გაიმეტა 0 ლარი”, – ამის შესახებ ექსპერტი ლევან ნიკოლეიშვილი სოციალურ ქსელში წერს.
მისივე თქმით, “ნაცმოძრაობა” და მისი სატელიტები ბოლოს იქამდეც მივლენ, რომ კორონავირუსის წინააღმდეგ ხელისუფლების პრევენციულ ღონისძიებებსაც კი გააკრიტიკებენ.
“ვერ ისვენებენ “ნაცევრონაცები” და მათი ურეიტინგო სატელიტ-მავნებელი სექტები, არაფერი მოსწონთ. ექიმები ხომ არ მოსწონთ, გარდაცვლილთა რაოდენობა ხომ ეცოტავებათ (მეტი უნდათ), ხელისუფლების ანტკრიზუსული გეგმა ხომ დაიწუნეს, არც გრაფიკი მოსწონთ და ყველაზე უფრო ხომ სოციალური პაკეტი აღიზიანებთ – ეს ფული არავის ეყოფა, ცოტაა, არასწორია, ძველი კუპიურები ჯობდა, იქნებ, მიშა ჩამოგეყვანათ, პირბადეები არ ვარგა, საქართველოში კორონა სუსტად ვრცელდება, ჩვენ დროს, რასაც კორონა ვერ მოერეოდა ჩვენ დავეხმარებოდით და ასე შემდეგ. მოკლედ, რა ქნან, არ იციან და, ალბათ, ბოლოს იმის კრიტიკას დაიწყებენ, თუ რატომ დაიწყო ხელისუფლება კორონას წინააღმდეგ პრევენციული ზომების მიღება – ჯერ უნდა დავლოდებოდით, რამდენიმე ასეული ადამიანი უნდა მომკვდარიყო, მერე უნდა დავრწმუნებულიყავით, კორონა ჰქვია თუ მიშმორონა და ასე შემდეგ. მავნებლურ-წურბელურმა ფსიქიკურმა აშლილობამ სულ გადარიათ. დღეს კი ირაკლი კობახიძემ მავნებლურ სექტას ჯერ ცივი წყალი გადაასხა და შემდეგ თვალსაჩინოებისათვის რეცეპტიც გამოუწერა, სადაც კიდევ ერთხელ შეახსენა, თუ რა დახმარება გაუწიეს ხალხს 2008-2009 წლების კრიზისის დროს – “ნაციონალურმა მოძრაობამ“ მოქალაქეებისა და ეკონომიკისთვის გაიმეტა 0 ლარი, შეგიძლიათ, ჩასვათ 460, 75, 73, 150, 15, 50, 500, 600, 50, 90, 10, 600, 300 და 200 მილიონი და მიიღებთ „ქართული ოცნების“ ანტიკრიზისულ გეგმას. ისე არ დაგვავიწყდეს, ეს ის სექტაა, რომელმაც თავის ბელადთან ერთად ჯერ ჩვენი ტერიტორიების 20% რომ ლანგრით მიართვა რუსეთს, შემდეგ კი დაკარგულ ქართულ სოფლებს “ქვების გროვა” უწოდა”, – წერს ლევან ნიკოლეიშვილი.