“მკურნალობა” მეთილის სპირტით – ირანში ინტოქსიკაციით 728 ადამიანი გარდაიცვალა
“ირანში თებერვლიდან აპრილის ჩათვლით მეთილის სპირტით ინტოქსიკაციით 728 ადამიანი გარდაიცვალა”, – განაცხადა ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტროს მრჩეველმა, ჰოსეინ ჰასანიანმა.
ირანში ფართოდ არის გავრცელებული ჭორი იმის შესახებ, რომ მეთანოლი კორონავირუსის მკურნალობას ან პროფილაქტიკას უწყობს ხელს.
მედია წერს, რომ, არალეგალურ ალკოჰოლზე მოთხოვნის ზრდის პარალელურად, მეწარმეებმა ტოქსიკური მეთანოლის გაყიდვა დაიწყეს.
ქვეყნის სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზის ეროვნული სამმართველოს მონაცემით, წელს ალკოჰოლური ინტოქსიკაციის რიცხვი ათჯერ გაიზარდა.
ირანში კორონავირუსის 92 584 დადასტურებული შემთხვევაა, ვირუსით 5 877 ადამიანი გარდაიცვალა, 72 439 კი განიკურნა.