ლევან რატიანი: ტესტირება უნდა ჩატარდეს მხოლოდ და მხოლოდ მიზნობრივ ჯგუფებში

თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის დირექტორის, ლევან რატიანის განცხადებით, კორონავირუსთან დაკავშირებით ტესტირება მხოლოდ და მხოლოდ მიზნობრივ ჯგუფებში უნდა ჩატარდეს.

“სიმართლე რომ გითხრათ, მე თვითონ არ ვარ ეპიდემიოლოგი, მე ვარ მკურნალი ექიმი, მაგრამ ერთადერთი, შემიძლია გითხრათ, რომ ტესტირება უნდა ჩატარდეს მხოლოდ და მხოლოდ მიზნობრივ ჯგუფებში. დღეს საბჭოზე გადაწყდა აღნიშნული კვლევის ჩატარება მოწყვლად ჯგუფებზე, რომლებსაც პირველ ყოვლისა ესაჭიროებათ ეს პრევენციისა და დიაგნოსტიკის ვერიფიცირების მიზნით“, – განაცხადა ლევან რატიანმა.

ცნობისთვის, საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის, ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, ტესტირებაში მოწყვლადი ჯგუფები – მოხუცებულთა თავშესაფრები და ისეთი სათემო პანსიონატები ჩაერთვებიან, სადაც შშმ პირები არიან მოთავსებულები.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები