ბულგარეთში ტურისტული სეზონის გახსნას 1-ელი ივლისიდან გეგმავენ

ბულგარეთის ტურიზმის მინისტრის, ნიკოლინა ანგელკოვას განცხადებით, ქვეყანაში ტურისტული სეზონის გახსნა 1-ელი ივლისიდან იგეგმება.

“ვგეგმავთ, მზადება 15 ივნისიდან დავიწყოთ, რომ აქტიური საზაფხულო სეზონი უკვე 1-ელ ივლისს დაიწყოს”, – აღნიშნა მინისტრმა.

მისი ინფორმაციით, ტურიზმიდან შემოსული მოგება ბულგარეთის მშპ-ს 12% შეადგენს, სექტორში კი ქვეყნის შრომისუნარიანი მოქალაქეების 11% დაკავებული.

“ვმუშაობთ იმაზე, რომ ბულგარეთის ტურისტული პროდუქტი იყოს მაღალი ხარისხის, ბევრი ტურისტული შესაძლებლობა გვაქვს. ვიმედოვნებ, რომ კრიზისი გაგვაძლიერებს და გაგვაერთიანებს მიუხედავად იმ დაძაბულობისა, რომელსაც თითოეული ჩვენგანი განიცდის”, – განაცხადა ანგელკოვამ.

მანამდე, გახდა ცნობილი, რომ ევროკავშირის წევრი ქვეყნები კორონავირუსის შემდგომ ეტაპზე ტურისტული დარგის აღდგენის ერთობლივი გეგმის შემუშავების ინიციატივით გამოვიდნენ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები