ლევან რატიანი: კლინიკიდან დღეს ერთი პაციენტი ეწერება
თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის დირექტორის, ლევან რატიანის განცხადებით, მათ კლინიკაში კორონავირუსით ინფიცირებული 86 პაციენტი მკურნალობს.
მისივე თქმით, კლინიკიდან დღეს ერთი პაციენტი გაეწერება.
“ამ ეტაპზე, კლინიკაში 105 პაციენტია, აქედან 86 ინფიცირებული შემთხვევაა. დღეს ერთი პაციენტი ეწერება. გუშინ რამდენიმე ათეული ტესტი იყო გაგზავნილი და მოვიდა უარყოფითი პირველადად, დღეს მეორადად არის გაგზავნილი და ველოდებით პასუხებს, უარყოფითი პასუხების მოსვლის შემთხვევაში, 15-16 პაციენტი დატოვებს კლინიკას. რეანიმაციაში 8 პაციენტი გვყავს. ამ ეტაპზე, ყველას მდგომარეობა უარყოფითი კლინიკის გარეშეა. პაციენტი, რომელიც კრიტიკულ მდგომარეობაში იყო, ამ დროისთვის მართვით სუნთქვაზე რჩება, მაგრამ გემოდინამიკას ინარჩუნებს და იმედია, მისი ვიტალური პარამეტრები გაუმჯობესდება. რაც შეეხება დანარჩენი პაციენტების მდგომარეობას – ამ ეტაპამდე არცერთ მათგანთან არ ვლინდება გართულება, ველოდებით ლუგარიდან პასუხებს დღის მეორე ნახევარში. ჩვენს კლინიკაში ახალი შემთხვევა არ ყოფილა. გუშინ ჩატარდა მასიური ტესტირება პისიარ მეთოდით ჩვენი კლინიკის თანამშრომლებზე, რომლებსაც გეგმიურად ეკუთვნოდათ და ძალიან გვიხარია, რომ არცერთი დადებითი შემთხვევა არ გვაქვს, ყველა უარყოფითია”, – განაცხადა რატიანმა.