ქვეყნის მასშტაბით სასაფლაოების ტერიტორიაზე შესვლა კვლავ აკრძალულია

ქვეყნის მასშტაბით კვლავ ჩაკეტილია ყველა სასაფლაო. ამის შესახებ განცხადებას შსს ავრცელებს.

“საქართველოს მთავრობის 2020 წლის 23 მარტის №181 დადგენილების თანახმად, ახალი კორონავირუსის გავრცელების თავიდან აცილების მიზნით, საქართველოს მასშტაბით სასაფლაოს ტერიტორიაზე შესვლა შეზღუდულია.

შესაბამისად, სასაფლაოებთან მისასვლელ გზებს პოლიცია აკონტროლებს”, – აცხადებენ შსს-ში.

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო მოქალაქეებს მოუწოდებს დარჩნენ სახლში, აუცილებლობის გარდა, თავი შეიკავონ საჯარო სივრცეში გადაადგილებისგან და გაუფრთხილდნენ ერთმანეთის ჯანმრთელობას.
სასაფლაოების 10 დღით ჩაკეტვის გადაწყვეტილება, კორონავირუსის შიდა გავრცელების საფრთხის ფონზე, საკოორდინაციო საბჭომ წინასააღდგომოდ მიიღო. 10-დღიანი ვადა სწორედ დღეს იწურებოდა, თუმცა ის ამ ეტაპზე ისევ გახანგრძლივდა.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები