კახა კალაძე: ვანო მერაბიშვილის ინტერვიუმ სრული სიცხადითა და ბრწყინვალებით დაგვანახა, თუ ვისთან გვქონდა საქმე, რა ხალხი მართავდა ქვეყანას

“ყოფილი შს მინისტრისა და ყოფილი პრემიერის, ვანო მერაბიშვილის ინტერვიუმ სრული სიცხადით დაგვანახა, თუ ვისთან გვქონდა საქმე, რა ხალხი მართავდა ქვეყანას და რა საფრთხე დაემუქრება ქვეყანას, თუკი ამ ხალხს ძალაუფლების ხელში ჩაგდების შესაძლებლობა მიეცემა”, – ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ განაცხადა.

“მერაბიშვილის ინტერვიუს ჩვენება ვფიქრობ, ძალიან სასარგებლო იყო და ამისთვის მინდა, ძალიან დიდი მადლობა ვუთხრა მის ორგანიზატორებს, რადგანაც დროის გასვლის, ასაკის, ზოგიერთის მხრიდან განზრახ გულმავიწყობის, თუნდაც “ქართული ოცნების” პროპაგანდის არქონის, იმედია, ამას ჩემი თანაგუნდელები არ მიწყენენ, თუ სხვა ფაქტორების გამო ჩადენილი დანაშაულები ადამიანებს ავიწყდებათ. ამ ინტერვიუმ სრული სიცხადითა და ბრწყინვალებით დაგვანახა, თუ ვისთან გვქონდა საქმე, რა ხალხი მართავდა ქვეყანას და თუ რა საფრთხე დაემუქრება ქვეყანას, თუკი ამ ხალხს ძალაუფლების ხელში ჩაგდებისა და ხელისუფლებაში მოსვლის შესაძლებლობა მიეცემა”, – აღნიშნა კალაძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები