“ბოჭორიშვილის კლინიკაში მყოფი, კორონავირუსით ინფიცირებული ერთი პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა”
“ბოჭორიშვილის კლინიკის” სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარის, მაკა სოლოღაშვილის თქმით, მათ კლინიკაში კორონავირუსით ინფიცირებული 49 პაციენტი მკურნალობს.
მისივე თქმით, ერთი პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა, 11-ის კი – საყურადღებო.
“ბოქსირებულ სექტორში მკურნალობს 62 პაციენტი. აქედან Covid-19-ის დიაგნოზი 49 პაციენტს აქვს დადასტურებული. მათგან 10 არის 18- წლამდე ასაკის მოზარდია, 3 პაციენტი მაღალ ასაკობრივ რისკს მიეკუთვნება, ერთი პაციენტი მძიმეა და მკურნალობს რეანიმაციაში. 11 პაციენტის მდგომარეობა საყურადღებოა. დანარჩენი პაციენტები განაგრძობენ მკურნალობას. ამასთან, გუშინ დაგვემატა 15 პაციენტი, 12 – თეთრიწყაროდან და 3 – ბოლნისიდან. მათი ძირითადი სიმპტომი არის ცხელება და მდგომარეობა არის საყურადღებო”, – განაცხადა სოლოღაშვილმა.