მაკა სოლოღაშვილი: PCR ტესტირების სანდოობას ჩვენ ეჭვის ქვეშ არ ვაყენებთ
“PCR ტესტირების სანდოობას ჩვენ ეჭვის ქვეშ არ ვაყენებთ, ყოველ შემთხვევაში, ამის მტკიცებულება და მისი გადამოწმების სხვა საშუალებაც არ გვაქვს”, – ამის შესახებ ბოჭორიშვილის კლინიკის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარემ, მაკა სოლოღაშვილმა განაცხადა.
მისი თქმით, PCR ტესტირება პროტოკოლით ოქროს სტანდარტადაა მოწოდებული.
„PCR ტესტირების სანდოობას ჩვენ ეჭვის ქვეშ არ ვაყენებთ, ყოველ შემთხვევაში, ამის მტკიცებულება და მისი გადამოწმების სხვა საშუალებაც არ გვაქვს. პროტოკოლით მოწოდებულია პისიარ ტესტირება “ოქროს სტანდარტად” და არანაირი საფუძველი არ გვაქვს, რომ არ ვენდოთ. კლინიკას არანაირი საფუძველი აქვს, გადაამოწმოს პისიარ ტესტირების ოქროს სტანდარტი და მისი სანდოობა.
აგრესიულ ტესტირებას აქვს თავისი ჩვენება, როდის უნდა ჩატარდეს. აგრესიული ტესტირებით ვერ ჩამოივლი მოსახლეობას და ვერ გააკეთებ, მას აქვს კონკრეტულად ჩაკეტილი კლასტერები, მედპერსონალი და რისკჯგუფები, სადაც უნდა ჩატარდეს, ამიტომ დიფერენცირება კარგად უნდა გავაკეთოთ”, – განაცხადა სოლოღაშვილმა.