“რესპუბლიკურ საავადმყოფოს” კორონავირუსისგან გამოჯანმრთელებული კიდევ ერთი პაციენტი დატოვებს

“რესპუბლიკური საავადმყოფოს გადაუდებელი მედიცინის დეპარტამენტის” უფროსის, თეა თავართქილაძის განცხადებით მათ კლინიკას კორონავირუსისგან კიდევ ერთი გამოჯანმრთელებული პაციენტი დატოვებს.

მისივე თქმით, კორონავირუსზე ტესტირება კლინიკაში მყოფ 21 პაციენტს ჩაუტარდა.

„ამ ეტაპზე ჩვენთან არის 61 პაციენტი. რამდენიმე პაციენტი საკარანტინო ზონაში გადადის. 39 კოვიდინფიცირებულიდან ერთი გამოჯანმრთელებული პაციენტი დღეს კლინიკას დატოვებს. ასევე გვაქვს ინფორმაცია, რომ COVID19-ზე დადებითი პასუხის მქონე ხუთი პაციენტი სხვა საავადმყოფოებიდან გვემატება. ჩვენთან გუშინ 13 პაციენტს ჩაუტარდა ტესტირება და ყველა უარყოფითი პასუხი მოვიდა. ამ ეტაპზე ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში 38 კოვიდინფიცირებული პაციენტია, მათგან ყველა სპონტანურ სუნთქვაზეა. ორი პაციენტის მდგომარეობა საყურადღებოა, სხვების მდგომარეობა სტაბილურია. დღეს 21 პაციენტის ტესტი გაიგზავნა და პასუხს საღამოს ველოდებით“, – განაცხადა თავართქილაძემ.

მისივე თქმით, კორონავირუსზე რაც უფრო მეტ ადამიანს შეამოწმებენ მით უკეთესია.

„ჩვენ ვიყავით „ცხელების ცენტრი“, შემდეგ დავიწყეთ კორონავირუსით ინფიცირებული პაციენტების მიღებაც. ეს პროცესი ჩვენთან პირველი მარტიდან მიმდინარეობს. ამ პერიოდიდან ვთანამშრომლობთ ლუგარის ლაბორატორიასთან და ასევე „ნეოლაბთან“. ყველანაირად ვენდობით მათ პასუხებს. რაც შეეხება სწრაფ ტესტებს, ეს ტესტი ჩვენთან არის ანტისხეულებზე, რუტინულად უტარდებოდა იმ მედპერსონალს, რომელიც პაციენტებთან მუშაობდა. ასევე იმ პაციენტებს, რომლებთანაც ამის გაკეთებას საჭიროდ მივიჩნევდით. რაც უფრო მეტი ადამიანს ჩაუტარდება ტესტი, რა თქმა უნდა, კარგია.

პირველ რიგში, აუცილებლად უნდა ჩაუტარდეს ტესტირება იმ ადამიანს, რომლებიც შემხებლობაში არიან, ესენი არიან სამედიცინო პერსონალი. გუშინდელი პასუხები გაგზავნილია „ნეოლაბში“ და 21 ტესტის პასუხს ველოდებით. ჩვენთან წინა კვირიდან უკვე მიმდინარეობს თანამშრომლების ტესტირება. მათ ორი კვირის ინტერვალით ტესტირება ჩაუტარდებათ“,-განაცხადა თავართქილაძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები