პაატა იმნაძე: ველოდებით ახალი მარაგების შევსებას და იმედი გვაქვს, რომ ტესტირების რაოდენობას ეპიდემიოლოგიური სიტუაციის მიხედვით გავზრდით
“დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ცენტრის“ დირექტორის მოადგილის, პაატა იმნაძის განცხადებით დღეისათვის ქვეყანაში 12 000 “პისიარ” ტესტის მარაგია და მარაგები მომავალ კვირას კიდევ შეივსება.
მისივე თქმით, ტესტირება ჩაუტარდებათ იმ ჯგუფებს და მაშინ, როცა ეს ეპიდემიოლოგიურად მნიშვნელოვნად ჩაითვლება.
„ტესტირება ჩაუტარდებათ იმ ჯგუფებს და მაშინ, როცა ეს ეპიდემიოლოგიურად მნიშვნელოვნად ჩაითვლება. სამედიცინო პერსონალს ტესტირება პერიოდულად უტარდება. ყველაზე მგრძნობიარე და ყველაზე სპეციფიკური არის ისევ და ისევ PCR ტესტირება, რომელიც ამჟამად საქართველოში 12 ათასზე ცოტა მეტი ჩატარდა, ასევე 5 ათასზე მეტი სწრაფი ტესტი ჩატარდა ანტისხეულებზე, ასევე ჩატარებულია ანტიგენზე. სწრაფი მეთოდია, ოღონდ მაინც ინსტრუმენტალური. მისი მგრძნობელობა საკმაოდ კარგია. PCR ტესტირებისავით არ არის, მაგრამ ცუდი არ არის. რაც შეეხება სწრაფ ტესტებს, რომლებიც ანტისხეულებზე ტარდება, ბოლო დროს ამ ტესტის ხარისხი გაუმჯობესდა, თუმცა მათი მგრძნობელობა და სპეფიციკურობა ისეთი მაღალი არ არის. ამას მოწმობს ის, რომ შედეგები ხშირად მოწმდება. ძალიან ხშირად, როდესაც ისინი აჩვენებენ, რომ არის მწვავე ინფექცია, PCR ტესტირებით ეს არ მტკიცდება. დღეისათვის ქვეყანაში 12 000 PCR ტესტის მარაგია. ორშაბათს-სამშაბათს ველოდებით კიდევ ახალი მარაგების შევსებას და იმედი გვაქვს, რომ გავზრდით ტესტირების რაოდენობას ეპიდემიოლოგიური სიტუაციის მიხედვით და გაიზრდება მაისის შუა რიცხვებისთვის ალბათ 1500-დან 2000-მდე”, – განაცხადა იმნაძემ.