პრემიერი: ყველა კომპანია, რომელიც სამუშაო ადგილებს შეინარჩუნებს, 6 თვის განმავლობაში საშემოსავლო გადასახადის ნაწილში სუბსიდირებას მიიღებს
პრემიერ გიორგი გახარიას განცხადებით, ყველა ის კომპანია, რომელიც სამუშაო ადგილებს შეინარჩუნებს, 6 თვის განმავლობაში საშემოსავლო გადასახადის ნაწილში სუბსიდირებას მიიღებს.
„ყველა ის სამუშაო ადგილი და ყველა ის ადამიანი, ყველა ის კომპანია, რომელიც შეინარჩუნებს თითოეულ სამუშაო ადგილს, 6 თვის განმავლობაში 750 ლარამდე ხელფასის თვალსაზრისით მიიღებს სრულ სუბსიდირებას საშემოსავლო გადასახადის გადახდის ნაწილში.
გარდა ამისა, იგივე სახის სუბსიდირებას 750 ლარის ანგარიშით მიიღებს ყველა სამუშაო ადგილი, რომელიც არის შენარჩუნებული და არის 150 ლარამდე. ფაქტობრივად, ჩვენ ამით ვეხმარებით როგორც საქართველოს მოქალაქეს, ასევე – მეწარმეს, რომ ამით შეინარჩუნოს სამუშაო ადგილი, ხოლო ჩვენმა მოქალაქემ – ხელფასი და შემოსავალი. ამ ღონისძიების ბიუჯეტი გახლავთ 250 მილიონი ლარი“, – განაცხადა პრემიერმა.